საზოგადოება
29.11.2020 11:34
ბოლო 24 საათში, საქართველოში, ინფიცირების 4 426 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 35 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ვირუსით ინფიცირების 4 472 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და კიდევ 35 ადამიანი გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბი ავრცელებს.

„ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 4 472 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 132 368-ს.

ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3 721 პირი, ხოლო ჯამში, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 110 049-მდე.

სამწუხაროდ, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 34 ახალი შემთხვევა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 1 230 გარდაცვალების შემთხვევა.

დღეს გამოვლენილი ინფიცირების 4 426 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 802 შემთხვევა, აჭარა - 554, იმერეთი-637, ქვემო ქართლი - 268, შიდა ქართლი - 258, გურია - 119, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 400, კახეთი - 219, მცხეთა-მთიანეთი - 108, სამცხე-ჯავახეთი - 50, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 11", -  ნათქვამია ინფორმაციაში.

ამ ეტაპზე, ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 21 063.

კვირის ამბები