გუშინ საღამოს, გორი-ერგნეთის საავტომობილო გზის მონაკვეთზე, სოფელ კარალეთთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო ოთხმა პირმა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა კლინიკა ,,გორმედში" გადაიყვანეს.
ამ დრომდე რთულია ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლის, ახალგაზრდა გოგონას და მისი ბებიის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ორივე პაციენტი კლინიკაში მრავლობითი დაზიანებებით შეიყვანეს.
,,გორმედის" რეანიმაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ტატო ქაჯაიას ინფორმაციით, ამ წუთებში 20 წლის პაციენტს ქირურგიული ოპერაცია უტარდება.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება