ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ვირუსით ინფიცირების 4 472 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და კიდევ 34 ადამიანი გარდაიცვალა, - ამის შესახებ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ განაცხადა.
„ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 4 472 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 127 942-ს.
ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 4 058 პირი. ჯამში, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 106 328-მდე.
სამწუხაროდ, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 34 ახალი შემთხვევა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 1 195 გარდაცვალების შემთხვევა.
დღეს გამოვლენილი ინფიცირების 4 472 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 784 შემთხვევა, აჭარაში - 683, იმერეთში - 662, ქვემო ქართლში - 292, შიდა ქართლში - 192, გურიაში - 123, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 247,კახეთში - 228,მცხეთა-მთიანეთში - 127, სამცხე-ჯავახეთში - 93, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 41. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 20 393. მათ შორის, 6 286 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 421 პირი.10 263 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 56 041 ადამიანი“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.