დღეიდან ამოქმედდა მთავრობის ის გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, გადაადგილება 21 საათიდან იკრძალება.
აღნიშნული აკრძალვა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ პანდემიის წინააღმდეგ მიმდინარე ღონისძიებების ფარგლებში, მობილობის შემცირების მიზნით დააწესა.
პირველ ეტაპზე, 21:00 საათის შემდეგ გადაადგილება 28 ნოემბრიდან 23 დეკემბრის ჩათვლით იქნება აკრძალული.
24 დეკემბრიდან 15 იანვრამდე პერიოდში, 21:00 საათიდან გადაადგილების შეზღუდვა მხოლოდ უქმე დღეებში იმოქმედებს, 31 დეკემბერის 21:00 საათიდან 1-ელი იანვრის 05:00 საათამდე კი აღნიშნული შეზღუდვა არ მოქმედებს.
16 იანვრიდან 31 იანვრის ჩათვლით, აკრძალვა პირველი ეტაპის რეჟიმს დაუბრუნდება და მთელი ქვეყნის მასშტაბით, როგორც სატრანსპორტო საშუალებების, ასევე ქვეითებისთვის, გადაადგილება 21:00 საათიდან აიკრძალება.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში