ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდინფიცირების 4 780 ახალი შემთხვევიდან 259 შიდა ქართლში დაფიქსირდა, - აღნიშნულის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ბერდია სიჭინავამ მედიას დეტალურად გააცნო დედაქალაქსა და რეგიონებში კორონავირუსის ახალი შემთხვევების სტატისტიკა.
„დღეს გამოვლენილი ინფიცირების 4 780 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 863 შემთხვევა, აჭარაში - 664, იმერეთში - 648, ქვემო ქართლში - 319, შიდა ქართლში - 259, გურიაში - 102, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 385, კახეთში - 280, მცხეთა-მთიანეთში - 128, სამცხე-ჯავახეთში - 89, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 43“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4 780 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 489 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა 37 პირი.
ამ ეტაპზე, ქვეყანაში ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 20 013. მათ შორის, 6 251 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 976 პირი, მათ შორის, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 375 პირი. 3 863 მოქალაქე მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, 9 899 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
ბოლო მონაცემებით, თვითიზოლაციაში იმყოფება 54 554 ადამიანი, საკარანტინე სივრცეებში კი, მოთავსებულია 2 114 პირი.