საზოგადოება
26.11.2020 16:31
ბაზრობებზე, მაღაზიებსა და საცალო ვაჭრობის სფეროში დასაქმებულები 300-ლარიან კომპენსაციას მიიღებენ, მათ სახელმწიფო სესხების გადავადებაშიც დაეხმარება

იქიდან გამომდინარე, რომ რამდენიმე კვირით ვზღუდავთ საცალო ვაჭრობას, ბაზრობებს, მოლებს, მაღაზიებს და გვესმის, რომ აქ დიდი რაოდენობით ჩვენი მოქალაქეა დასაქმებული, ჩვენ ვაწესებთ იგივე სახის სოციალურ მიზნობრივ დახმარებას, როგორიც გვქონდა თვითდასაქმებულებისთვის პირველი ტალღის პერიოდში. ეს გახლავთ 300 ლარის ოდენობით, - აღნიშნულის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, გარდა 300-ლარიანი დახმარებისა, მთავრობა იღებს ვალდებულებას, რომ ამ სექტორში დასაქმებულ თითოეულ ადამიანს, რომელსაც გააჩნია სესხი, დაეხმაროს სესხის გადავადებაში.

„იქიდან გამომდინარე, რომ რამდენიმე კვირით ვზღუდავთ საცალო ვაჭრობას, ბაზრობებს, მოლებს, მაღაზიებს და გვესმის, რომ აქ დიდი რაოდენობით ჩვენი მოქალაქეა დასაქმებული, ჩვენ ვაწესებთ იგივე სახის სოციალურ მიზნობრივ დახმარებას, როგორიც გვქონდა თვითდასაქმებულებისთვის პირველი ტალღის პერიოდში, ეს გახლავთ 300 ლარის ოდენობით. ჩვენ დაწყებული გვაქვს ამ ადამიანების აღრიცხვა იმ კომპანიებთან ერთად, სადაც ისინი არიან დასაქმებულები. გარდა აღნიშნულისა, ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას, რომ ამ სექტორში დასაქმებულ თითოეულ ადამიანს, რომელსაც გააჩნია სესხი, სახელმწიფო მიეხმარება სესხის გადავადებაში.

არაფორმალურად დასაქმებულთათვის, 300 ლარიანი ერთჯერადი დახმარებით პირველი ტალღის პერიოდში ისარგებლა 250 000-მა ადამიანმა. ამჯერად, იქიდან გამომდინარე, რომ დავიწროებულია სფერო, რომლის მიმართაც იქნება მიმართული ეს დახმარება, ვფიქრობთ, რომ იქნება დაახლოებით 100-120 ათასი ბენეფიციარი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

კვირის ამბები