საზოგადოება
24.10.2019 08:30
გორი წარჩინებული მოსწავლეებით რეგიონში წელსაც ლიდერობს

პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი“-ს ფარგლებში, შიდა ქართლში მცხოვრებ 429 წარჩინებულ მოსწავლეს ლეპტოპები გადაეცა. დასაჩუქრებულ ახალგაზრდებს შორის, 259 გორის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებელია.

დაჯილდოების ცერემონია გორის კულტურის ცენტრში გაიმართა. მოსწავლეები, რომლებმაც ზოგადი განათლების საბაზო საფეხური წარმატებით დაასრულეს, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა და რეგიონის მუნიციპალიტეტების საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელებმა დააჯილდოვეს.

პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი“-ს მიზანი მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებისა და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლების მეთოდების გაძლიერების ხელშეწყობაა. თანამედროვე ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობის გაზრდით, პროექტი ყველა ნიჭიერ მოზარდს სწავლის თანაბარ პირობებს უქმნის.

კვირის ამბები