საზოგადოება
26.11.2020 13:52
„გორმედის“ კოვიდკლინიკებში 243 კოვიდპაციენტი მკურნალობს, მათგან 15-ის მდგომარეობა მძიმე, 12-ის კი - კრიტიკულად მძიმეა

„გორმედის“ ქსელში მოქმედ კოვიდკლინიკებში ამ ეტაპზე, მკურნალობას გადის 243 ინფიცირებული სტაციონარული პაციენტი, მათგან 15-ის მდგომარეობა ფასდება მძიმედ, 12 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი, კრიტიკულად მძიმეა, - აღნიშნულ ინფორმაცია სამედიცინო ქსელ „გორმედის“ ადმინისტრაცაი ავრცელებს.

სამედიცინო დაწესებულების ცნობით, გასული 24 საათის განმავლობაში გარდაიცვალა კოვიდინფიცირებული ერთი პაციენტი, 70 წელს გადაცილებული მამაკაცი.

„ჩვენი სამედიცინო პერსონალი უკვე 8 თვეა კორონავირუსთან ბრძოლის წინა ხაზზეა, თუმცა, ამ ურთულეს ბრძოლაში, ეფექტური შედეგების მიღწევა მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევითაა შესაძლებელი.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, წარმოგიდგენთ ჩვენი სამედიცინო ქსელის ბოლო 24 საათის სტატისტიკას.

„გორმედის“ ქსელში მოქმედ კოვიდკლინიკებში ამ ეტაპზე მკურნალობას გადის 243 ინფიცირებული სტაციონარული პაციენტი, მათგან 15-ის მდგომარეობა ფასდება მძიმედ, კრიტიკულად მძიმეა 12 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა. სამწუხაროდ, გარდაიცვალა კოვიდინფიცირებული ერთი პაციენტი, 70 წელს გადაცილებული მამაკაცი.

ბოლო 24 საათის განმავლობაში, კოვიდკლინიკებში მოთავსებული პაციენტების მართვის პარალელურად, 112-ის მეშვეობით შემოსული ზარებიდან იმართა 225 შემთხვევა; ონლაინ კლინიკა მოემსახურა 401 პირს; ცხელების ცენტრში მომსახურება გაეწია 35 მოქალაქეს; კოვიდშემთხვევების გარდა, „გორმედის“ ქსელის გორის საუნივერსიტეტო კლინიკაში სტაციონარულ მკურნალობას გადის სხვადასხვა გადაუდებელი პათოლოგიით შემოსული (რეანიმაციული; კარდიოლოგიური; ნევროლოგიური; ონკოლოგიური; ქირურგიული; ნეიროქირურგიული; ტრავმატოლოგიური) 67 პირი.

კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, დაიცავით ქვეყანაში დადგენილი ყველა რეგულაცია. მხოლოდ ექიმების ბრძოლა წარმატებული ვერ იქნება, ეფექტური შედეგების მიღწევა მთელი საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევით გახდება შესაძლებელი“, - ნათქვამია სამედიცინო ქსელ „გორმედის“ ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ გასული დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 3 801 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 200 პირი, სამწუხაროდ, გარდაიცვალა 39 კოვიდპაციენტი.

 

კვირის ამბები