დღეს გამოვლენილი კორონავირუსის 3 801 ახალი შემთხვევიდან 232 შიდა ქართლში დაფიქსირდა, - აღნიშნულის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ბერდია სიჭინავამ მედიას დეტალურად გააცნო დედაქალაქსა და რეგიონებში კორონავირუსის ახალი შემთხვევების სტატისტიკა.
„დღეს გამოვლენილი ინფიცირების 3 801 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 293 შემთხვევა, აჭარა-475, იმერეთი - 793, ქვემო ქართლი - 270, შიდა ქართლი - 232, გურია - 80, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 371, კახეთი - 129, მცხეთა-მთიანეთი - 70, სამცხე-ჯავახეთი - 62, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 26“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 18 759, მათ შორის, 6 165 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, აქედან მძიმე პაციენტია 986, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 452 პირი.
3 920 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, 8 674 მოქალაქე ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 53 516 პირი, საკარანტინე სივრცეებში კი მოთავსებულია 2 037 მოქალაქე.