საზოგადოება
26.11.2020 10:55
ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3801 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 39 პაციენტი გარდაიცვალა

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3801 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ინფორმაციით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 118 690-ს.

გარდაიცვალა კიდევ 39 პაციენტი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 1124 გახდა.

ბოლო 24 საათში, გამოჯანმრთელდა 3200 პაციენტი. მთლიანობაში, კორონავირუსისგან 98 781 ადამიანი განიკურნა.

 

კვირის ამბები