საზოგადოება
26.11.2020 10:54
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 3 801 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია კორონავირუსით ინფიცირების 3801 ახალი დადასტურებული შემთხვევა, - აღნიშნული ინფორმაცია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ოფიციალურ გვერდზე ცოტა ხნის წინ განთავსდა.

დღევანდელი მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 118 690-ს.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, ბოლო 24 საათში კორონავირუსი 3 200-მა პაციენტმა დაამარცხა და საერთო ჯამში, ქვეყნის მასშტაბით, კორონავირუსისგან 98 781 ადამიანი განიკურნა.

გარდაიცვალა კიდევ 39 პაციენტი, 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ დაფიქსირებულია გარდაცვალების 1 124 შემთხვევა.

კვირის ამბები