ინფიცირების მზარდი მაჩვენებლისა და შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო გასატარებელი დამატებითი შეზღუდვების შესახებ მთავრობის გადაწყვეტილება დღეს გახდება ცნობილი.
კულუარული ინფორმაციით, იგეგმება შეზღუდვების დაწესება 28 ნოემბრიდან, რომელიც 24 დეკემბრამდე იმოქმედებს. დეკემბრის ბოლოდან იანვრის დასაწყისამდე, შობა-ახალი წლის გათვალისწინებით, დაგეგმილია შეზღუდვების მოხსნა, თუმცა იანვრის დასაწყისიდან ქვეყანა კვლავ მკაცრი ზომების რეჟიმს დაუბრუნდება.
არაოფიციალური ინფორმაციით, სურსათის მაღაზიების გარდა, აიკრძალება ყველა ტიპის მაღაზიის საქმიანობა. შეზღუდვა შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტსაც და ქუჩაში მოქალაქეების გადაადგილების საათებიც შემცირდება. სავარაუდოდ, მუშაობის აკრძალვა არ შეეხება სილამაზის ცენტრებს.
ჯერჯერობით უცნობია, საქართველოს ყველა ქალაქში ერთნაირი ტიპის აკრძალვები იმოქმედებს თუ არა.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში