სპორტი
25.11.2020 22:33
ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი დიეგო მარადონა 60 წლის ასაკში გარდაიცვალა
მსოფლიოს ოთხი ჩემპიონატის მონაწილე ლეგენდარული ფეხბურთელი და მწვრთნელი, ბრაზილიელი დიეგო მარადონა გარდაიცვალა. დიეგო არმანდო მარადონას გარდაცვალების მიზეზთან დაკავშირებით ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.

მარადონა 1960 წლის 30 ოქტომბერს დაიბადა არგენტინაში, ქალაქ ლანუსში.

დიეგო მარადონამ, სხვა უამრავ პრიზთან ერთად, ფიფა-ს „საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელის“ პრიზი მოიგო. 

არგენტინის ეროვნულ ნაკრებში ლეგენდარულმა ფეხბურთელმა 91 მატჩი ჩაატარა და 34 გოლი გაიტანა.

მარადონა ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც 2-ჯერ დაამყარა მსოფლიო სატრანსფერო რეკორდი.

დიეგო მარადონამ მონაწილეობა მიიღო მსოფლიო ჩემპიონატის ოთხ გათამაშებაში. 

1986 წლის ჩემპიონატზე მის მიერ გატანილი გორი, რომელიც 60-მეტრიან გარღვევას და გზაზე ხუთი მეტოქის ჩამოცილებას მოჰყვა,  ფიფას გამოკითხვის შედეგად  „საუკუნის გოლად“ გამოცხადდა.

დიეგო მარადონა სპორტის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ ფიგურად მიიჩნევა. 1991 წელს, მას შემდეგ რაც იტალიაში კოკაინის მიღება დაუმტკიცდა, ფეხბურთიდან 15 თვით ჩამოაცილეს.

ასევე მოკვეთეს 1994 წლის მუნდიალიდან, რაც სხვა ნარკოტიკული საშუალების, ეფედრინის, მიღებით იყო გამოწვეული. 2005 წელს დიეგომ დაძლია ნარკო-დამოკიდებულება.

სამწვრთნელო საქმიანობაში სერიოზული გამოცდილების არქონის მიუხედავად, 2008 წლის ნოემბერში დაინიშნა არგენტინის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად. ეს თანამდებობდა 18 თვის განმავლობაში ეკავა და 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ დატოვა.

მიმდინარე წლის 4 ნოემბერს მას თავის ტვინის მძიმე ოპერაცია გაუკეთდა და ახლა მკურნალობის კურსი უტარდებოდა.

ბოლო პერიოდში დიეგო არმანდო მარადონა კლუბ „ხიმნასიას“ მწვრთნელი იყო.
კვირის ამბები