მუშავდება საკომპენსაციო პაკეტი, რომელიც როგორც მოქალაქეებს, ასევე იმ დარგებს შეეხება, რომელთა წერტილოვანი შეზღუდვაც შეიძლება საჭირო გახდეს, - აღნიშნულის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, წერტილოვანი შეზღუდვები დაბალანესებული იყოს. ,,გვინდა, ერთობლივად გადავტეხოთ ის ნეგატიური ტენდენცია, რაც ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის თვალსაზრისით გვაქვს. პარალელურად, ვეძებთ გზებს, რომ ბიზნესი ძალიან არ დავაზარალოთ და მათი გაჯანსაღების ტენდენცია შევინარჩუნოთ. პარალელურ რეჟიმში, ვმუშაობთ საკომპენსაციო პაკეტზე, რომელიც ერთი მხრივ, მოქალაქეებისკენ იქნება მიმართული და მეორეს მხრივ, იმ დარგებისკენ, რომელთა პრობლემებსაც ვხედავთ, ვხვდებით მათ ყოველდღიურად და რომელთა წერტილოვანი შეზღუდვაც მოგვიწევს“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში