შიდა ქართლიდან გაგზავნილი 254 სინჯიდან კორონავირუსი 101 პირს დაუდგინდა, მათ შორის, ნაწილი დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, ნაწილზე მიმდინარეობს კვლევა, - აღნიშნულ ინფორმაციას შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.
უწყების ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 45 ადამიანი, თვითიზოლაცია კი მოეხსნა 132 პირს.
„შიდა ქართლიდან გაგზავნილი 254 სინჯიდან კორონავირუსი 101 პირს დაუდგინდა, მათ შორის, ნაწილი დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, ნაწილზე მიმდინარეობს კვლევა. ამასთან, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 45 ადამიანი, თვითიზოლაცია კი მოეხსნა 132 პირს. ამ დროისთვის, რეგიონში ინფიცირებულთა რაოდენობა შეადგენს 2 867-ს, მათ შორის 1 123 პაციენტი მკურნალობას გადის სახლში.
გასული 24 საათის განმავლობაში დაფიქსირდა შიდა ქართლის რეგიონში მცხოვრები ორი კოვიდპაციენტის გარდაცვალების ფაქტი. ერთი გარდაცვლილი 90 წლამდე კაცია, მეორე კი - ართალია, 83 წლის ქალია“, - ნათქვამია შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში
ბოლო მონაცემებით, რეგიონის მასშტაბით თვითიზოლაციაშია 1 967 პირი.