საკოორდინაციო საბჭო ახალ შეზღუდვებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას უახლოეს 2 დღეში მიიღებს, - აღნიშნულის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა განაცხადა. ამირან გამყრელიძის თქმით, აუცილებლია, კორონავირუსთან დაკავშირებით არსებული რეგულაციები გამკაცრდეს და დაემატოს წერტილოვანი შეზღუდვებიც.
„აუცილებელია, რომ ჩვენ გავამკაცროთ აღსრულება არსებული რეგულაციების და დავამატოთ და გავაფართოვოთ წერტილოვანი შეზღუდვები, რაც შეიძლება უფრო მკაცრი სახით და ვრცელი მასშტაბით. მოგეხსენებათ, ამ გადაწყვეტილებებს იღებს საკოორდინაციო საბჭო. დღესაც ბევრი მსჯელობა იყო ამაზე. ვფიქრობ, გაგრძელდება ხვალაც და უახლოეს ორ დღეში საკოორდინაციო საბჭო მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს“, - აღნიშნა გამყრელიძემ.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში