უწყებათაშორის საბჭოს, დღეის მდგომარეობით, მოსალოდნელ შეზღუდვებთან დაკავშირებით კონკრეტული გადაწყვეტილება არ მიუღია - აღნიშნული განცხადება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ინფრასტრუქტურის მინისტრმა და ვიცე პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა გააკეთა.
სამწუხაროდ, როგორც მედიასაშუალებებით, ასევე მოსახლეობაში ვრცელდებოდა არასწორი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თითქოს, გუშინაც ან დღესაც მივიღებდით გადაწყვეტილებას სისტემური „ლოკდაუნის“ შესახებ. ასეთი ტიპის გადაწყვეტილება ამ ეტაპზე არ არის მიღებული. ეს გადაწყვეტილება არის ის გადაწყვეტილება, რომელიც უნდა იქნას მიღებული ფართო კონსულტაციების გზით, რასაც ჩვენ უკვე აქტიურად ვახორციელებთ“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში