საზოგადოება
24.11.2020 11:27
გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტო აღსაზრდელებზე საკვები პროდუქტების გაცემას ხვალიდან დაიწყებს

გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტო აღსაზრდელებზე საკვები პროდუქტების გაცემას ხვალიდან დაიწყებს, - აღნიშნულის შესახებ GMnews-ს გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ლია კოვზიაშვილმა განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, წინა ეტაპის მსგავსად, პროდუქტები ამჯერადაც ყველა აღსაზრდელზე გაიცემა, განურჩევლად სოციალური სტატუსისა.

„მოგეხსენებათ, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, 9 ნოემბრიდან ქვეყნის მასშტაბით ყველა მუნიციპალური და კერძო ბაგა-ბაღი დაიხურა. გასული წლის მსგავსად, დაიგეგმა ბაგა-ბაღებში ბავშვთა კვებისთვის გათვალისწინებული პროდუქტების გაცემა. პროდუქტები ამჯერადაც ყველა აღსაზრდელზე გაიცემა, განურჩევლად სოციალური სტატუსისა. ამასთან, წინა ეტაპების მსგავსად, დაგეგმილი გვაქვს არამალფუჭებადი საკვების 6000-მდე აღსაზრდელზე გაცემა.

სანიტარულ-ჰიგიენური ნორმებისა და სოციალური დისტანციის დაცვით, პროდუქტების გაცემის პროცესი ხვალიდან, 25 ნოემბრიდან დაიწყება. თითოეული საბავშვო ბაღიდან მშობლებს დაუკავშირდებიან და პროდუქტების გატანის ვადებზე ინდივიდუალურად შეუთანხმდებიან“, - აღნიშნა GMnews-თან საუბრისას გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხელმძღანელმა ლია კოვზიაშვილმა.

შეგახსენებთ, კორონავირუსის მასშტაბური გავრცელების გამო, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში მოქმედი ყველა მუნიციპალური და კერძო ბაგა-ბაღი 9 ნოემბრიდან დაიხურა.

კვირის ამბები