საზოგადოება
24.11.2020 11:12
ქვეყანაში გამოვლენილი კორნავირუსის 3 128 ახალი შემთხვევიდან 101 შიდა ქართლში დაფიქსირდა

ქვეყანაში გამოვლენილი კორნავირუსის 3 128 ახალი შემთხვევიდან 101 შიდა ქართლში დაფიქსირდა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ბერდია სიჭინავამ მედიას დეტალურად გააცნო დედაქალაქსა და რეგიონებში კორონავირუსის ახალი შემთხვევების სტატისტიკა.

„დღეს გამოვლენილი ინფიცირების 3 128 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 504 შემთხვევა, აჭარა - 576, იმერეთი - 212, ქვემო ქართლი - 129, შიდა ქართლი - 101, გურია - 87, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 189, კახეთი - 116, მცხეთა-მთიანეთი - 105, სამცხე-ჯავახეთი - 97, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 12“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

შეგახსენებთ, რომ გასული 24 საათის განმავლობაში, ქვეყანაში კორონავირუსი 3 045-მა პაციენტმა დაამარცხა, გარდაიცვალა 39 პირი.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 18 526. მათ შორის, 6 192 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, აქედან მძიმე პაციენტია 932, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 413 პირი. 3 739 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, 8 595 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 53 352 მოქალაქე, საკარანტინე სივრცეებში კი მოთავსებულია 2 102 პირი.

კვირის ამბები