საზოგადოება
23.11.2020 11:15
დღეს გამოვლენილი ინფიცირების 3 958 ახალი შემთხვევიდან 137 შიდა ქართლში დაფიქსირდა

დღეს გამოვლენილი ინფიცირების 3 958 ახალი შემთხვევიდან 137 შიდა ქართლში დაფიქსირდა, - აღნიშნულის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ბერდია სიჭინავამ მედიას დეტალურად გააცნო დედაქალაქსა და რეგიონებში კორონავირუსის ახალი შემთხვევების სტატისტიკა.

„დღეს გამოვლენილი ინფიცირების 3 958 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 2 157 შემთხვევა, აჭარა - 417, იმერეთი - 537, ქვემო ქართლი - 190, შიდა ქართლი - 137, გურია - 78, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 159, კახეთი - 140, მცხეთა-მთიანეთი - 89, სამცხე-ჯავახეთი - 40, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 14“, - განაცხადა სიჭინავამ.

შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში 3 531 კოვიდპაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 36 პირი.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 18 482. მათ შორის, 6 221 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტი არის 881 პირი, აქედან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 330 პირი. დღეის მდგომარეობით, 3 736 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, 8 525 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. თვითიზოლაციაშია 54 167 მოქალაქე, საკარანტინე სივრცეებში კი, მოთავსებულია 2 137 პირი.

კვირის ამბები