საზოგადოება
23.11.2020 11:10
საქართველოში კორონავირუსის 3 958 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 531 პირი

გასული 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია კორონავირუსით ინფიცირების 3 958 ახალი დადასტურებული შემთხვევა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ბერდია სიჭინავამ მედიას კორონავირუსთან დაკავშირებით არსებული სტატისტიკური მონაცემები გააცნო.

„დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 3 958 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 108 690-ს.

გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის კუთხით დღეის მდგომარეობითაც ვინარჩუნებთ პოზიტიურ დინამიკას. კერძოდ, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3 531 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 89 170-მდე.

სამწუხაროდ, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 36 ახალი შემთხვევა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 1 012 გარდაცვალების შემთხვევა“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 18 482. მათ შორის, 6 221 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტი არის 881 პირი, აქედან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 330 პირი. დღეის მდგომარეობით, 3 736 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, 8 525 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. თვითიზოლაციაშია 54 167 მოქალაქე, საკარანტინე სივრცეებში კი, მოთავსებულია 2 137 პირი.

კვირის ამბები