საზოგადოება
23.11.2020 10:37
23 ნოემბერი გიორგობაა

23 ნოემბერს, მართლმადიდებლური ეკლესია წმინდა დიდმოწამე გიორგის ხსენების დღეს აღნიშნავს. გიორგობა წელიწადში ორჯერ აღინიშნება, 6 მაისს ეკლესია წმინდანის აღსრულების დღეს აღნიშნავს, 23 ნოემბერს კი -  ბორბალზე წამების დღეს.

საქართველოში წმინდა გიორგის სახელზე უამრავი ტაძარია აგებული. გორელებისთვის კი, ეს დღე გორიჯვრის წიმნდა გიორგის ტაძრის მოლოცვის ტრადიციას უკავშირდება. გორელ მორწმუნეთა უმრავლესობა გორიჯვრის მთაზე მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში მიდის და შესაბამისად, ამ დღეს გორიჯვარზე ყოველთვის ხალხმრავლობაა, კორონავირუსის პანდემიის გამო მოქმედი რეგულაციების პირობებში, მომლოცველები პირბადის გამოყენებით და დისტანციის დაცვით შეუფერხებლად ახერხებენ ტაძრის მოლოცვას.

23 ნოემბერი საქართველოში უქმე დღედ არის გამოცხადებული.

წმინდა გიორგის ტროპარი: ტყვეთა განმათავისუფლებელო და გლახაკთა ხელის აღმპყრობელო, სნეულთა მკურნალო და მეფეთა უძლეველო წინამბრძოლო, ღვაწლით შემოსილო დიდო მოწამეო გიორგი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.

კვირის ამბები