საზოგადოება
22.11.2020 15:23
ბოლო 24 საათში შიდა ქართლიდან გაგზავნილი 383 ნიმუშიდან, 241 კოვიდდადებითია, რეგიონში გამოჯანმრთელდა 20 პაციენტი

ბოლო 24 საათში შიდა ქართლიდან გაგზავნილი 383 ნიმუშიდან, 241 კოვიდდადებითია, - აღნიშნულ ინფორმაციას შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

უწყების ცნობით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა ერთი პაციენტი. გარდაცვლილი 70 წელს გადაცილებული ქალია, რომელიც ხაშურის მუნიციპალიტეტის მკვიდრია და ქრონიკული თანმხლები დაავადებები ჰქონდა.

„შიდა ქართლიდან, ბოლო 24 საათის განმავლობაში გაგზავნილი იყო 383 ნიმუში, აქედან 241 პირს დაუდგინდა კოვიდინფექცია. მათი ნაწილი დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, ნაწილზე მიმდინარეობს შესაბამისი კვლევები.

ამასთან, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 20 ადამიანი, თვითიზოლაცია კი, მოეხსნა 91 პირს. რაც შეეხება საწოლფონდს, დაემატა 50 საწოლი და მთლიანობაში, რეგიონში არსებულ კოვიდკლინიკებში 300-ზე მეტი ადგილია კოვიდპაციენტებისთვის, თუმცა, ამ დროისთვის კლინიკებში მხოლოდ 25 საწოლია თავისუფალი, 3 კი - კოვიდსასტუმროში“, - ნათქვამია შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბოლო მონაცემებით, რეგიონში ინფიცირებულთა რაოდენობა 2 751-ს შეადგენს. მათგან 1 100 პაციენტი მკურნალობს ბინაზე. დღეის მდგომარეობით, რეგიონის მასშტაბით თვითიზოლაციაშია 2 028 პირი.

შეგახსენებთ, რომ გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 4 048 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 856 პაციენტი, დაფიქსირდა 49 კოვიდპაციენტის გარდაცვალების ფაქტი.

კვირის ამბები