დღეს გამოვლენილი კორონავირუსით ინფიცირების 4 048 ახალი შემთხვევიდან, 241 შიდა ქართლში დაფიქსირდა, - აღნიშნულ ინფორმაციას უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბი ავრცელებს.
„დღეს გამოვლენილი ინფიცირების 4 048 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისი - 1 602 შემთხვევა, აჭარა - 447, იმერეთი - 772, ქვემო ქართლი - 223, შიდა ქართლი - 241, გურია - 114, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 389, კახეთი - 164, მცხეთა-მთიანეთი - 48, სამცხე-ჯავახეთი - 44, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4“, - ნათქვამია უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსი 3 856-მა პაციენტმა დაამარცხა. რაც შეეხება გარდაცვლილებს, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 49 კოვიდპაციენტი გარდაიცვალა, მათ შორის, ერთი შიდა ქართლში.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 18 091. მათ შორის 6 189 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, აქედან მძიმე პაციენტია 864 პირი, მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 386 პირი. დღეის მდგომარეობით, 3 449 მოქალაქე მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, 8 453 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 56 608 ადამიანი, საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 2 159 პირი.