გასული 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 4 048 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 3 856 პირი, - აღნიშნულ ინფორმაციას უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბი ავრცელებს.
ინფორმაციის თანახმად, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით გარდაცვალების 49 ახალი შემთხვევა ფიქსირდება.
„დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 4 048 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ამ დროისთვის, ქვეყანაში კოვიდპანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 104 732-ს.
გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის კუთხით დღეის მდგომარეობითაც ვინარჩუნებთ პოზიტიურ დინამიკას. კერძოდ, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3 856 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 85 639-მდე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით გარდაცვალების 49 ახალი შემთხვევა ფიქსირდება. მათ შორის, თბილისში - 24, აჭარაში - 13, იმერეთში - 7, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 1, ქვემო ქართლში - 3, ხოლო შიდა ქართლში - 1 პაციენტი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ დაფიქსირებულია გარდაცვალების 976 შემთხვევა.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 18 091. მათ შორის 6 189 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, აქედან მძიმე პაციენტია 864 პირი, მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 386 პირი. დღეის მდგომარეობით, 3 449 მოქალაქე მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, 8 453 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 56 608 ადამიანი, საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 2 159 პირი.