საზოგადოება
21.11.2020 13:06
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მთავარანგელოზობას აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მთავარანგელოზობას აღნიშნავს. 21 ნოემბერს, მთავარანგელოზობის დღესასწაულზე, წმინდა მთავარანგელოზების, მიქაელის და სხვათა უხორცოთა ძალთა: გაბრიელის, რაფაელის, ურიელის, სელაფიელის, ეგუდიელის, ვარახიელისა და იერომიელის ხსენებას აღნიშნავენ.

მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვა უხორცოთა ზეცისა ძალთა კრების დღესასწაულის აღნიშვნა გადაწყდა ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე, რომელიც IV საუკუნის დასაწყისში, ნიკეის I მსოფლიო კრებამდე რამდენიმე წლით ადრე გაიმართა. კრებამ ანგელოზებისადმი ღვთიური პატივის მიგება დაგმო და მათი მართლმადიდებლური თაყვანისცემა დააწესა. ანგელოზთა დასი სამ იერარქიად იყოფ,  უმაღლეს იერარქიას სერაბიმნი, ქერუბიმნი და საყდარნი შეადგენენ. ანგელოზთა დასის მთავრად კი  დადგენილია მთავარანგელოზი მიქაელი.

კვირის ამბები