გასული 24 საათის განმავლობაში შიდა ქართლიდან 290 სინჯი გაიგზავნა, აქედან 165-ს დადებითი პასუხი დაუდასტურდა, - აღნიშნულ ინფორმაციას შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.
უწყების ცნობით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 124 პაციენტი.
„შიდა ქართლის რეგიონიდან გაგზავნილი იყო 290 სინჯი, აქედან 165 პირს დაუდასტურდა კოვიდ ინფექცია. ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილი ინფიცირებულებიდან ნაწილი დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, ნაწილზე მიმდინარეობს კვლევა.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 124 პირი, თვითიზოლაცია კი, მოეხსნა 100 მოქალაქეს“, - ნათქვამია შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ბოლო მონაცემებით, რეგიონში ინფიცირებულთა რაოდენობა შეადგენს 2 394-ს, მათ შორის 936 პაციენტი მკურნალობას გადის სახლში. თვითიზოლაციაშია 1 898 პირი.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში