საზოგადოება
20.11.2020 13:33
21-22 ნოემბერს ქუჩაში გადაადგილებაზე 22:00 საათიდან დაწესებული შეზღუდვა არ იმოქმედებს

21-22 ნოემბერს ქუჩაში გადაადგილებაზე 22:00 საათიდან დაწესებული შეზღუდვა არ იმოქმედებს, - შესაბამისი ცვლილება უკვე განხორციელდა „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ დადგენილებაში.

ცვლილების თანახმად, არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით, 21-22 ნოემბერს თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ფოთსა და ზუგდიდში 22:00 საათიდან 05:00 საათამდე პირთა გადაადგილების შეზღუდვა მოიხსნება.

შესახსენებთ, რომ გართულებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, 8 ნოემბრიდან, საქართველოს 7 დიდ ქალაქში, თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ფოთსა და ზუგდიდში 22:00 საათიდან 05:00 საათამდე ქუჩაში გადადგილება აიკრძალა. წესის დარღვევისთვის მოქალაქეს პოლიცია 2 000 ლარით აჯარიმებს.

კვირის ამბები