საზოგადოება
20.11.2020 13:00
დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 20 მოსწავლეს კომპიუტერი გადაეცემა

დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამის  ფარგლებში, 20 მოსწავლეს კომპიუტერი გადაეცემა. როგორც დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში ამბობენ, კომპიუტერებით უზრუნველყოფის მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს სამშობლოში დაბრუნებულ სასკოლო ასაკის მიგრანტებს სწავლების დისტანციურ რეჟიმში შეუფერხებლად ჩართვას.

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ მოსწავლეებს, რომლებიც ოჯახთან ერთად, საზღვარგარეთ  12 თვეზე მეტ ხანს იმყოფებოდნენ და  ემიგრაციიდან ბოლო ერთი წლის განმავლობაში დაბრუნდნენ.   

განაცხადები 9 დეკემბრის ჩათვლით, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსა და მის ტერიტორიულ სამმართველოებში მიიღება. დაინტერესებულ პირებს, აპლიკაციის შევსება გორში, სამების ქ. N1-ში მდებარე დაწესებულებაში შეუძლიათ. განაცხადის გაგზავნა, ასევე, შესაძლებელია სააგენტოს ელექტრონულ ფოსტაზე: info@idp. gov

კვირის ამბები