საზოგადოება
20.11.2020 11:22
დღეს გამოვლენილი კორონავირუსის 3 768 შემთხვევიდან 165 ფატი შიდა ქართლში დაფიქსირდა

დღეს გამოვლენილი კორონავირუსის 3 768 შემთხვევიდან 165 ფატი შიდა ქართლში დაფიქსირდა, - აღნიშნულის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ბერდია სიჭინავამ, ვირუსის ახალი შემთხვევების რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები დეტალურად განმარტა.

„დღეს გამოვლენილი ინფიცირების 3 768 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისი - 1 443 შემთხვევა, აჭარა - 676, იმერეთი - 541, ქვემო ქართლი - 183, შიდა ქართლი - 165, გურია - 52, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 363, კახეთი - 130, მცხეთა-მთიანეთი - 96, სამცხე-ჯავახეთი - 95, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 24“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

შეგახსენებთ, რომ გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსი 4 055-მა პაციენტმა დაამარცხა, გარდაიცვალა 41 პირი.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 18 008. მათ შორის 5 879 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, აქედან მძიმე პაციენტია 838 პირი, მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 410 პირი. 3 411 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, 8 718 პირი მკურნალობის კურსს გადის ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 2 226 ადამიანი, ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 51 300 მოქალაქე.

კვირის ამბები