ატენის სიონის სამონასტრო კომპლექსთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა უკვე დასრულდა. პროექტი, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში ხორციელდებაოდა, საფეხმავლო ბილიკის მოწყობას, საზოგადოებრივი საპირფარეშოებისა და ავტოსადგომის მშენებლობას ითვალისწინებდა.
„სიონის ტაძრის სამონასტრო კომპლექსში ადგილობრივი და უცხოელი ტურისტების და მომლოცველების რაოდენობა მუდმივად მატულობს, მონასტერთან არსებული ინფრასტრუქტურა კი, ვეღარ აკმაყოფილებდა გაზრდილ მოთხოვნას. პროექტის დასრულების შემდეგ, სრულად მოწესრიგდა ტურისტული ინფრასტრუქტურა, რაც რეგიონში ტურიზმის განვითარებისთვის ხელსაყრელ პირობებს შექმნის“, - აცხადებენ შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში.
სამუშაოები 2019 წლის სექტემებრში დაიწყო და მიმდინარე წლის ნოემბერში დასრულდა. პროექტი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა და მისი ღირებულება დაახლოებით 1.3 მილიონი ლარია.