შიდა ქართლში კორონავირუსის 175 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 112 პაციენტი, - აღნიშნულ ინფორმაციას შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.
უწყების ცნობით, დადასტურებული შემთხვევების ნაწილი ინფიცირებულებთან კონტაქტია, ნაწილზე კი, კვლევა მიმდინარეობს.
„შიდა ქართლიდან, 24 საათის განმავლობაში გაგზავნილი იყო 343 სინჯი, აქედან 175-ზე მოვიდა დადებითი პასუხი. როგორც ჩვენთვის ცნობილია, ნაწილი დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, ნაწილზე მიმდინარეობს ეპიდ.კვლევა.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, 24 საათის განმავლობაში, რეგიონში, კორონავირუსი 112-მა პაციენტმა დაამარცხა. თვითიზოლაცია კი, მოეხსნა 51 პირს.
სამწუხაროდ, დაფიქსირდა გარდაცვალების ერთი ფაქტი“, - ნათქვამია შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამ დროისთვის, რეგიონში ინფიცირებულთა რაოდენობა შეადგენს 2 352-ს, მათ შორის - 968 პაციენტი მკურნალობას გადის სახლში. ბოლო მონაცემებით, თვითიზოლაციაშია 1 954 პირი.