ქვეყანაში გამოვლენილი კორონავირუსის 3 697 ახალი შემთხვევიდან შიდა ქართლში 175 დაფიქსირდა, - აღნიშნულის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, შიდა ქართლში, 1 კოვიდპაციენტი გარდაიცვალა.
„დღეს გამოვლენილი 3 697 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისი - 1 256 შემთხვევა, აჭარა - 664, იმერეთი - 538, ქვემო ქართლი - 243, შიდა ქართლი - 175, გურია - 127, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 304, კახეთი - 238, მცხეთა-მთიანეთი - 91, სამცხე-ჯავახეთი - 55, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 6.
რაც შეეხება გარდაცვლილებს, სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს გარდაცვალების შემთხვევებიც. გარდაიცვალა 38 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 16, აჭარაში - 8, იმერეთში - 8, შიდა ქართლში - 1, ქვემო ქართლში - 3, ხოლო კახეთში - 2 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 853 გარდაცვალების შემთხვევა“, - აღნიშნა ბერდია სიჭინავამ.
შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2 409 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 73 877-მდე.
ამ ეტაპზე, ქვეყანაში აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 18 336. აქედან 5 833 პირი მკურნალობს საავადმყოფოში. მათ შორის მძიმე პაციენტია 869, ხოლო 377 პირი იმყოფება მართვით სუნთქვაზე. 3 518 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, 8 985 პირი მკურნალობის კურსს გადის სახლში.
დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 49 047 ადამიანი, საკარანტინე სივრცეში კი გადაყვანილია 2 186 მოქალაქე.