საზოგადოება
19.11.2020 11:44
21 და 23 ნოემბერს მოქალაქეები შსს-ს მომსახურების სააგენტოს სერვისებით ვერ ისარგებლებენ
21 და 23 ნოემბერს, მოქალაქეები, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სერვისებით ვერ ისარგებლებენ. როგორც უწყებაში აცხადებენ, ზემოხსენებული თარიღები, სააგენტოს ყველა სტრუქტურული ერთეულში დასვენების დღეებადაა გამოცხადებული.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო გაცნობებთ, რომ ქვეყანაში დანიშნული საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურსა და გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით - 21 და 23 ნოემბერი მომსახურების სააგენტოს ყველა სტრუქტურული ერთეულისთვის გამოცხადებულია დასვენების დღეებად“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში
კვირის ამბები