საზოგადოება
19.11.2020 11:29
ძევერაში სასმელი წყლის სისტემის მოწყობა მიმდინარეობს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევერაში სასმელი წყლის სისტემის მოწყობა მიმდინარეობს. პროექტი, რომლის ღირებულებაც 1 მილიონი ლარია, დასრულების შემდეგ, წყალმომარაგებით 1000-ზე მეტ მოსახლეს უზრუნველყოფს.
რაც შეეხება შესასრულებელ სამუშაოებს, პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია წყალმომარაგების ახალი შიდა ქსელის მოწყობა, რაც აქამდე სოფელს არ ჰქონდა. რეაბილიტაცია ჩაუტარდება ჭაბურღილს, ასევე, მოეწყობა სადაწნეო კოშკი, რეზერვუარი და საქლორატორო. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
შიდა ქართლის რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის, სიმონ გულედანის თქმით, პროექტის დასრულება მიმდინარე წლის ბოლოს იგეგმება, რის შემდეგაც ზემოხსენებული სოფლის მოსახლეობას სასმელი წყლის პრობლემა საბოლოოდ მოუგვარდება.
კვირის ამბები