ნატოს დღეების ფარგლებში ხაშურში, სამონატრო კომპლექს ბანას მიმდებარე ტერიტორიაზე, საგარეო საქმეთა სამინისტროს, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და შიდა ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ორგანიზებით საქართველოს ევროპული და ევროატლატიკური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას სახელისუფლებო წრეების წარმომადგენლებთან ერთად, შიდა ქართლის რეგიონში, მათ შორის საოკუპაციო ხაზთან ახლოს მდებარე სოფლებში მცხოვრები ახალგაზრდები ესწრებოდნენ.
გამომსვლელებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიზნებსა და ამოცანებზე, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მექანიზმებზე, მიღწევებსა და გამოწვევებზე. ასევე ხაზი გაესვა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობას.