საზოგადოება
18.11.2020 14:30
გასული დღე-ღამის განმავლობაში შიდა ქართლში კოვიდინფიცირების 178 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 1 პაციენტი

ბოლო 24 საათის განმავლობაში, შიდა ქართლიდან გაგზავნილი იყო 420 სინჯი, აქედან 178 პირს დაუდგინდა კოვიდ 19. ინფიცირებულთა შორის ნაწილი დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, ნაწილზე მიმდინარეობს ეპიდ.კვლევა.         

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 139 პირი. ამასთან, თვითიზოლაცია მოეხსნა 183 მოქლაქეს.

ამ დროისთვის, რეგიონში ინფიცირებულთა რაოდენობა 2 289-ს შეადგენს, მათ შორის, 1 017 პაციენტი მკურნალობს ბინაზე.  

24 საათის განმავლობაში, შიდა ქართლში დადასტურდა ერთი კოვიდპაციენტის გარდაცვალების ფაქტი.

ბოლო მონაცემებით, რეგიონის მასშტაბით, თვითიზოლაციაშია 1929 პირი.

კვირის ამბები