საზოგადოება
17.11.2020 15:08
კულტურისა და დასვენების პარკ ახალბაღის რეაბილიტაცია მალე დაიწყება

კულტურისა და დასვენების პარკ ახალბაღის რეაბილიტაცია მალე დაიწყება, - აღნიშნულ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერი, კონტანტინე თავზარაშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

კონსტანტინე თავზარაშვილის ინფორმაციით, პარკის რეაბილიტაციის მიზნით ტენდერი უკვე გამოცხადდა.

„ძვირფასო გორელებო! მინდა სიხარულით გაცნობოთ, რომ ახალბაღის რეაბილიტაცია მალე დაიწყება.

პარკის რეაბილიტაციის მიზნით ტენდერი უკვე გამოცხადდა და შესყიდვის ღირებულება 7 863 026 ლარია.

ტენდერის პირობების მიხედვით, სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 9 თვეში უნდა დასრულდეს.

პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება“, - ნათქვამია გორის მუნიციპალიტეტის მერის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, იგეგმება პარკის შემოღობვა და ახალბაღის ტერიტორიაზე არსებული ობიექტების რეაბილიტაცია, ასევე, მოეწყობა საველოსიპედე ბილიკები, გასართობი და სპორტული სივრცეები, ახალი გარეგანათება, კომუნიკაციები და ა.შ.

კვირის ამბები