საზოგადოება
17.11.2020 14:18
შიდა ქართლის რეგიონში 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 173 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 88 პირი

შიდა ქართლის რეგიონში 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 173 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათი ნაწილი დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, ნაწილზე კი, მიმდინარეობს ეპიდ.კვლევა, - აღნიშნულ ინფორმაციას შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

უწყების ცნობით, გასული 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 88 პირი.

„შიდა ქართლის რეგიონიდან გაგზავნილი იყო 371 სინჯი. აქედან 173 დადებითი პასუხი მივიღეთ. მათი ნაწილი დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, ნაწილზე კი, მიმდინარეობს ეპიდ.კვლევა. ამასთან, გასული 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 88 პირი. დღეის მდგომარეობით, რეგიონში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 2 250-ს შეადგენს, მათ შორის, 1 056 პაციენტი მკურნალობას გადის სახლში. სამწუხაროდ, დაფიქსირდა გარდაცვალების ორი ფაქტი - გარდაცვლილია 60 წლამდე მამაკაცი და 65 წლამდე ქალი“, - ნათქვამია შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბოლო მონაცემებით, რეგიონში თვითიზოლაციაშია 1 808 პირი, ხოლო ბოლო 24 საათის განმავლობაში აღნიშნული შეზღუდვა მოეხსნა 83 მოქალაქეს.

კვირის ამბები