საზოგადოება
17.11.2020 11:14
დღეს გამოვლენილი კორონავირუსის 3 117 შემთხვევიდან 173 ფატი შიდა ქართლში დაფიქსირდა

დღეს გამოვლენილი კორონავირუსის 3 117 შემთხვევიდან შიდა ქართლში 173 ფატი დაფიქსირდა, - აღნიშნულის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ბერდია სიჭინავამ, ვირუსის ახალი შემთხვევების რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები დეტალურად განმარტა.

„დღეს გამოვლენილი 3 117 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისი - 1 202 შემთხვევა, აჭარა - 469, იმერეთი - 302, ქვემო ქართლი - 259, შიდა ქართლი - 173, გურია - 61, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 355, კახეთი - 117, მცხეთა-მთიანეთი - 86, სამცხე-ჯავახეთი - 65, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 28“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 16 219. აქედან, 5 662 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, მძიმე პაციენტი არის 740, ხელოვნური სუნთქვის აპარატით კი 332 სარგებლობს.

3 351 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, 7 206 პირი მკურნალობს ბინაზე. საკარანტინე სივრცეში გადაყვანილია 2 797 ადამიანი. დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 52 103 ადამიანი.

შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში კორონავირუსი 3 638-მა პირმა დაამარცხა, გარდაიცვალა 45 პაციენტი.

კვირის ამბები