საზოგადოება
17.11.2020 10:54
ხიდისთავი-ატენი-ბოშურის გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ხიდისთავი-ატენი-ბოშურის საავტომობილო გზის 12.4 კმ-იანი (კმ1-კმ12.4) მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. პროექტს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.

არსებული პროექტი გზის სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს. როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში განმარტავენ, ჩატარდება მიწის სამუშაოები, მოეწყობა საგზაო სამოსი და ხელოვნური ნაგებობები, მიერთებები და ეზოში შესასვლელები, ასევე, მოინიშნება გზის სავალი ნაწილი.

„ავტომობილების და ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხო გადაადგილების მიზნით, დამონტაჟდება საგზაო ნიშნები, მოეწყობა ტროტუარები და ავტოპავილიონი. ჩატარებული სამუშაოები მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები ოჯახების საყოფაცხოვრებო პირობებს. ამასთან, პროექტის დასრულების შემდეგ, როგორც  ატენის სიონის სამონასტრო კომპლექსამდე, ისე, სოფელ ბოშურამდე მისვლა უსაფრთხოდ და კომფორტულად იქნება შესაძლებელი“, - ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსება და მისი ღირებულება 11 949 999 ლარია. სამუშაოები მიმდინარე წლის მარტში დაიწყო და ხელშეკრულების მიხედვით, 2021 წლის დეკემბერში დასრულდება. სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია „ენსისი“ და მისი ქვეკონტარქტორი „ჯეოინვესტი“ ახორციელებენ.

კვირის ამბები