საზოგადოება
16.11.2020 16:20
გეგმავს თუ არა გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტო აღსაზრდელებზე საკვები პროდუქტების გაცემას

იგეგმება თუ არა გასული სასწავლო წლის მსაგვსად, ბაგა-ბაღებში გამოსაყენებელი არამალფუჭებადი პროდუქტების გაცემა აღსაზრდელებზე - მსგავსი შინაარსის შეკითხვებს სოციალურ ქსელში ხშირად შეხვდებით. მშობლებისთვის საინტერესო საკითხის გასარკვევად, GMnews გორის მუნიციპალიტეტის მერიას დაუკავშირდა.

გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის, პაატა ივანიშვილის ინფორმაციით, მერია კვლავ გეგმავს არამალფუჭებადი საკვები პროდუქტების გაცემას საჯარო საბავშვო ბაღების აღსაზრდელებზე, თუმცა, ამ ეტაპზე მოსამზადებელი სამუშოები მიმდინარეობს, შესაბამისად, გაიცემა თუ არა პროდუქტები, ან როდიდან დაიწყება სასურსათო პაკეტების დარიგება, რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, მიმდინარე წლის 9 ნოემბრიდან ოფიციალურად შეწყდა.

კვირის ამბები