ქვეყანაში გამოვლენილი კორონავირუსის 3 157 ახალი შემთხვევიდან, 186 შიდა ქართლში დაფიქსირდა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ხოჯევანიშვილმა ვირუსის ახალი შემთხვევების რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები დეტალურად განმარტა.
„დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით ვირუსის გავრცელების მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისი - 1 249 შემთხვევა, აჭარა - 516, იმერეთი - 477, ქვემო ქართლი - 178, შიდა ქართლი - 181, გურია - 82, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 212, კახეთი - 70, მცხეთა-მთიანეთი - 121, სამცხე-ჯავახეთი - 60, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 11“, - განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.
ამ ეტაპზე, ქვეყანაში აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 16 785. აქედან, 5 658 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, მძიმე პაციენტი არის 787, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 363 პირი.
შეგახსენებთ, რომ გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსი 3 230-მა პაციენტმა დაამარცხა. გარდაიცვალა 33 მოქალაქე.