გორის მუნიციპალიტეტის ხუთი სოფლის საჯარო სკოლაში დისტანციური სწავლებისთვის გათვალისწინებული გონივრული ვადა ამოიწურა და დღეიდან სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა, - აღნიშნულ ინფორმაციას გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, ნანა ტერმაკოზაშვილი ავრცელებ.
მისივე თქმით, არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობდან გამომდინარე, დღეიდან ორი კვირით, სრულად დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადადის პატარა გარეჯვრის, სათემოს, ბნავისის და ზერტის საჯარო სკოლები. ამასთან, კვლავ დისტანციურ რეჟიმზე რჩება სკრის, შინდისის, ტინისხიდის, კარალეთის პირველი, კარალეთის მეორე, ქვახვრელის, ატენის, მეჯვრისხევის და პატარა მეჯვრისხევის საჯარო სკოლები.
„დღეიდან, პირისპირ სწავლას უბრუნდება ხელთუბნის, რეხის, შავშვების, სვენეთის და წითელუბნის საჯარო სკოლები. რაც შეეხება იმ საგანმანათლებლო დაწესებულებებს, სადაც კორონავირუსის ახალი შემთხვევები გამოვლინდა, სკოლებში დისტანციური სწავლება დღეიდან დაიწყო და ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. დამატებით გადაწყვეტილებებს, არსებული ვითარებიდან გამომდინარე მივიღებთ“, - აცხადებს ნანა ტერმაკოზაშვილი.