უბედური შემთხვევების სტატისტიკიდან გამომდინარე, სახელმწიფოს გადაწყვეტილებით, ბუნებრივი აირის მომხმარებლებისთვის, წლის ბოლომდე ახალი რეგულაციები ამოქმედდება. მოსახლეობას გაზგაყვანილობის გამართულად მუშაობას კანონი დაავალდებულებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, აბონენტი საჯარიმო სანქციებს ვერ ასცდება. მოქალაქის მხრიდან დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, საქმეში პოლიციის ჩაერთვება.
„შემოწმებას სპეციალური ინსპექტირების ორგანოს წარმომადგენლები განახორციელებენ, იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქე შემოწმებითვის თავის არიდებას შეეცდება, ან ტექნიკურ პერსონალს სახლში არ უშვებს, დაუმორჩილებლობისთვის მას ფინანსური სანქციები დაეკისრება. პირველად - 50 ლარი, შედეგ ჯერზე კი - 100 ლარი და ა.შ. საჯარო დაწესებულებებისთვის ეს თანხა ორმაგდება და სამმაგდება“, - აღნიშნა ენრგო-ომბუდსმენმა სალომე ვარდიაშვილმა.
უკვე ცნობილია ისიც, რომ ბუნებრივი აირის დანადგარებისა და შიდა ქსელის სავალდებულო შემოწმება მოქალაქეებს წელიწადში ერთხელ მოუწევთ და ხარჯებს აბონენტები თავად გაიღებენ.