გადატვირთული 112-ისა და ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზის მუშაობის გაუმჯობესების, ასევე, მოქალაქეებისთვის სრულფასოვანი მომსახურების გაწევის მიზნით, დღეიდან, ჯანდაცვის სამინისტროს ვებ.გვერდზე ახალი პორტალი ჩაეშვება.
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ელექტრონული პორტალის მეშვეობით, მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, კოვიდთან დაკავშირებულ საკითხებზე ამომწურავი ინფორმაცია მიიღონ.
„დღეის მდგომარეობით ყველა მოქალაქეს შეუძლია დაუკავშირდეს საკუთარ ოჯახის ექიმს. ასევე, მნიშვნელოვანი სიახლეა პორტალი, რომელიც 16 ნოემბრიდან ჩაეშვება. პორტალის მეშვეობით, მხოლოდ პირადი ნომრის მითითებით, მოქალაქეს შეუძლია გაარკვიოს, თუ რომელ პირველადი ჯანდაცვის ქსელსის წარმომადგენელთან და ექიმთან არის ის გადანაწილებული“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ჯანდაცვის მინისტრი მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, დროულად მიმართონ ექიმს.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში