ქვეყანაში გამოვლენილი კორონავირუსის 3 020 ახალი შემთხვევიდან, 153 შიდა ქართლში დაფიქსირდა, - აღნიშნულის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. ვირუსის ახალი შემთხვევების დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით არსებული მაჩვენებლები კი, დეტალურად ასე გამოიყურება: თბილისში გამოვლენილია 1 354 შემთხვევა, აჭარა - 410, იმერეთი - 398, ქვემო ქართლი - 198, შიდა ქართლი - 153, გურია - 60, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 248, კახეთი - 126, მცხეთა-მთიანეთი - 41, სამცხე-ჯავახეთი - 26, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 6.
„რაც შეეხება ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევების რაოდენობას, ჯამში 16 888-ია. 5 592 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 629, აჭარაში - 926, იმერეთში - 1 130. მძიმე პაციენტი გვყავს 735, მათ შორის, თბილისში - 368, აჭარაში - 118, იმერეთში - 162. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 334 პირი, მათ შორის, თბილისში - 156, აჭარაში - 98, იმერეთში - 31. 3 280 პირი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 551 - აჭარაში, 1 239 - თბილისში, ხოლო 264 - იმერეთში. 8 016 ადამიანი მკურნალობს ბინაზე. საკარანტინე სივრცეში მოთავსებულია 2 326 პირი, მათ შორის, თბილისში - 405, აჭარაში -1 204, ხოლო იმერეთში - 32,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.