საზოგადოება
13.11.2020 14:34
13 ნოემბერი ასი ათასი ქართველი წამებულის ხსოვნის დღეა
13 ნოემბერს ქართული მართლმადიდებლური ეკლესია პატივს მიაგებს 100 ათასი მოწამის ხსოვნას, რომლებმაც ჯალალ ედ-დინის შემოსევისას სარწმუნების დაცვას შესწირეს სიცოცხლე.
1226 წელს ხვარაზმის სულთანი ჯალალ ედ-დინი თავისი ჯარით საქართველოს შემოესია. დამპყრობელს, ქართველი ხალხის გამუსლიმანების სურვილი ამოძრავებდა და ქართველ ხალხს ქრისტიანული სიწმინდეების წაბილწვას აიძულებდა. ამას შეეწირა 100 ათასი ადამიანი, რომლებმაც უარი თქვეს საკუთარი სარწმუნოების შეურაცხყოფაზე.
ჯალალ ედ-დინმა შემოსევის დროს სიონის ტაძრის გუმბათის მონგრევისა და მის ნაცვლად საკუთარი ტახტის დადგმის ბრძანება გასცა. შემდეგ, მისივე ბრძანებით, სიონის ტაძრიდან მეტეხის ხიდზე გამოასვენეს ღვთისმშობლისა და იესო ქრისტეს ხატები და ქალაქის მოსახლეობას მის გათელვას აიძულებდნენ. ის, ვინც უარს იტყოდა ქრისტიანობაზე და შეურაცყოფდა ხატს, სიცოცხლეს შეინარჩუნებდა, დანარჩენებს კი თავს მოჰკვეთდნენ. ამ დღეს სარწმუნოების დაცვას ასი ათასი ქართველის სიცოცხლე შეეწირა.
კვირის ამბები