შიდა ქართლის რეგიონში, გასული 24 საათის განმავლობაში, გამოვლინდა კოვიდინფიცირების 175 ახალი შემთხვევა. მათ შორის, ნაწილი დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, ნაწილზე კი, მიმდინარეობს ეპიდ.კვლევა, - აღნიშნულ ინფორმაციას შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.
უწყების ცნობით, რეგიონიდან გაგზავნილი იყო 329 ნიმუში.
ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 49 პირი, თვითიზოლაცია კი, მოეხსნა 108 მოქალაქეს.
საერთო ჯამში, რეგიონში ინფიცირებულთა რაოდენობა შეადგენს 1879-ს, მათ შორის - 902 პაციენტი მკურნალობას გადის სახლში. ამ დროისთვის, თვითიზოლაციაშია 1721 პირი.
ბოლო 24 საათის განმავლობაში, შიდა ქართლის რეგიონში გარდაცვალების 2 ფაქტი დადასტურდა.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში