ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში, კოვიდ 19-ის დიაგნოზით, კიდევ 37 ადამიანი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 636 გახდა.
მათ შორის თბილისში - 13, აჭარაში - 10, იმერეთში - 8, ქვემო ქართლში - 3, შიდა ქართლში -2, ხოლო კახეთში - 1 ადამიანი.
შეგახსენებთ, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის, ალექსანდრე ხოჯევანიშვილის ინფორმაციით, ინფიცირების დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა საქართველოში 3 473 ერთეულით გაიზარდა და მთლიანობაში, 73 154 გახდა.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში